27 ოქტომბერი 2024,   19:20
ვრცლად
ეს ხელმოცარულები პატრონებს დაელოდებიან რა მესიჯიც ჩამოვა, რადიკალების აქციები იქნება, შემდეგ ამინდს დააბრალებენ, ზოგი გვიან შემოვა პარლამენტში, უპრინციპოები არიან - ირაკლი ზარქუა

"ეს კინო ჩვენ ნანახი გვაქვს," - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ოპონენტების განცხადებებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

ირაკლი ზარქუას შეფასებით, მოსალოდნელია ოპოზიციის დაორგანიზებული აქციები, თუმცა არა გრძელვადიანი.

"ეს ხელმოცარულები შეიკრიბებიან, თავიანთ პატრონებს დაელოდებიან, იქიდან რა მესიჯიც ჩამოვა. მე ჩემს თბილისელებს, რუსთაველზე მცხოვრებლებს მინდა ვუთხრა, კიდევ რამდენიმე დღე უნდა გავუძლოთ, იმიტომ, რომ რადიკალების დაორგანიზებული აქციები იქნება. შემდეგ ალბათ ამინდს დააბრალებენ, ზოგი ცოტა გვიან შემოვა [პარლამენტში], ზოგი არ შემოვა ცოტა ხანი, იმიტომ, რომ უპრინციპოები არიან. ამათი სიტყვის არ დაიჯერება. ესენი ანგარიშვალდებული არიან მხოლოდ თავიანთ პატრონებთან, რომლებიც დაკვეთას იძლევიან, რომ ფრონტის მეორე ხაზი გაიხსნას. ამას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ უარი უთხრა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები