27 ოქტომბერი 2024,   21:12
ვრცლად
ზაალ ანჯაფარიძე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების განცხადებებზე: საგანგებოდ აღინიშნა, რომ მისიებს გააჩნიათ შეფასების საკუთარი მეთოდოლოგია, რაც ნიშნავს იმას, რომ ძირითადად თავიანთი 500 დამკვირვებლის მონაცემებს დაეყრდნობიან

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, ეუთო/ოდირის და სხვა ევროპული სტრუქტურების სადამკვირვებლო მისიების ერთობლივ ბრიფინგს აფასებს და აღნიშნავს, რომ მისიების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ახალი ტექნოლოგიების მიერ მანიპულაციების რისკის შემცირებას, ასევე, მათ აქცენტირებულად გაიმეორეს "ახალი მთავრობა".

ანჯაფარიძე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მისიებს გააჩნიათ შეფასების საკუთარი მეთოდოლოგია, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ითვალისწინებენ ადგილობრივი დამკვირვებლების მონაცემებს, მაგრამ ძირითადად თავიანთ დამკვირვებლებს დაეყრდნობიან.

ეუთო/ოდირის ასევე სხვა ევროპული სტრუქტურების სადამკვირვებლო მისიების ერთობლივ ბრიფინგზე ითქვა:

1. ახალმა ტექნოლოგიებმა შეამცირა მანიპულაციების რისკი (კარგად დაუკვირდით რას ნიშნავს ეს!)
2. რამდენჯერმე აქცენტირებულად გაიმეორეს "ახალი მთავრობა" -ეს რასაც ნიშნავს იმედია ხვდებით
3. განაცხადეს, რომ მათი მისიები არ აფასებენ არჩევნებს "შავ-თეთრის" პრინციპით, არამედ უდგებიან კომპლექსურად. განაცხადეს, რომ არიან შემფასებლები და არა ვერდიქტის გამომტანები
4. გაცხადდა რომ საქართველოს აქვს საკუთარი (!) კანონმდებლობა რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო ნორმებთან
5. საგანგებოდ დადებითად აღინიშნა ცესკოს მიერ არჩევნების სანიმუშო ადმინისტრირება
6. აღინიშნა, რომ ძალიან ცოტა(!!) დადასტურებული შემთხვევაა ხმის რამდენჯერმე მიცემის

7. არჩევნები იყო კონკურენტული და ამომრჩევლებს ჰქონდათ არჩევანის ფართო საშუალება
8. აღინიშნა ხელისუფლებასთან პოზიტიური თანამშრომლობა დაკვირვების პროცესში, ანუ მათთვის ხელი არაფერში შეუშლიათ
9. და ბოლოს, საგანგებოდ აღინიშნა, რომ მისიებს გააჩნიათ შეფასების საკუთარი მეთოდოლოგია (!!) რაც ნიშნავს იმას რომ ისინი ითვალისწინებენ ადგილობრივი დამკვირვებლების მონაცემებს, მაგრამ ძირითადად თავიანთი 500 დამკვირვებლის მონაცემებს დაეყრდნობიან

შესაბამისად, ვემზადოთ ახალი პოლიტიკური ციკლისთვის ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში” - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

დღის ამბები