მექსიკაში ფოლადის ქარხანა აფეთქდა - ქალაქ აპიზაკოში მომხდარ ინციდენტს სულ მცირე 12 ადამიანი შეეწირა. აფეთქების სავარაუდო მიზეზად სადნობი ღუმელის ჩამონგრევა სახელდება.
დეტალების დასადგენად დაწყებულია ძიება. პროკურატურის ინფორმაციით, დაღუპულები ქარხნის თანამშრომლები იყვნენ - კრიტიკულ მდგომარეობაშია ერთი დაშავებული.