31 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
“თუ აქამდე ოპოზიციას ყველა არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიაში მისვლისას ხვდებოდა ხალხის სიტყვები “კიდევ სცადეთ,“ ახლა ამ არჩევნებზე დახვდა ხალხის სიტყვები “აღარ სცადოთ“ - გურამ მაჭარაშვილი

“თუ აქამდე ოპოზიციას ყველა არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიაში მისვლისას ხვდებოდა ხალხის სიტყვები “კიდევ სცადეთ,“ ახლა ამ არჩევნებზე დახვდა ხალხის სიტყვები “აღარ სცადოთ“ - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, “ხალხის ძალა“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის შეფასებით, 26 ოქტომბრის ხალხის გადაწყვეტილებამ ოპოზიცია შოკში ჩააგდო.

“ეს არჩევნები, რომ, მათ შორის, ჩვენმა პარტნიორებმაც პრაქტიკულად ლეგიტიმურად ცნეს, იქიდანაც ჩანს, რომ ამ ანგარიშში ჩაწერეს, რომ ეს ორი კანონი გაიწვიეთ და მერე ყველაფერი კარგად იქნებაო. რას ნიშნავს ეს?! - ანუ გამჭვირვალობის კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი გაუქმდეს, მერე გაყალბებული აღარ იქნება ხმები?! - აი სად ჩამოიხსნა ფარდა და სად გამოჩნდა კიდევ ერთხელ უცხოეთში ოპოზიციის პატრონები, სულაც არ ზრუნავენ და არ აინტერესებთ იმაზე რეალურად რა მოხდა საქართველოში, მათი მიზანი არის ის, რომ აქ ლგბტ პროპაგანდა და გაუმჭვირვალე თანხები იყოს.

კვირაში მინიმუმ ორჯერ ხდება შეფასება საქართველოსი საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, ეს იქნება მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო თითქმის ყველა მიმართულებით განიცდის პროგრესს.

მაგრამ, რაც შეეხება ოპოზიციას, არიან ჩვეულებრივ შოკში იმიტომ, რომ 26 ოქტომბრის ხალხის გადაწყვეტილებით, შეიძლება ვთქვათ, რომ თუ აქამდე ოპოზიციას ყველა არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიაში მისვლისას ხვდებოდა ხალხის სიტყვები “კიდევ სცადეთ,“ ახლა ამ არჩევნებზე დახვდა ხალხის სიტყვები “აღარ სცადოთ,“- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა“ წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები