31 ოქტომბერი 2024,   16:14
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი საგამოძიებო უწყებაში მისვლას და ჩვენების მიცემას არ აპირებს - პრეზიდენტი ათონელის სასახლეში ცოტა ხნის წინ მივიდა

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პროკურატურაში დღეს არის დაბარებული, საგამოძიებო უწყებაში მისვლას და ჩვენების მიცემას არ აპირებს. პრეზიდენტი ათონელის სასახლეში ცოტა ხნის წინ მივიდა, მან “კურიერის“ შეკითხვებს არ უპასუხა.

პროკურატურამ დღეს ახალი განცხადება გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ პირები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და უარს აცხადებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც აფერხებს გამოძიების პროცესს.

დღის ამბები