31 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
“თავად ბატონი მილერიც კი ზურაბიშვილს მოუწოდებს - ახლა მიბრძანდი და პროკურატურაში მიიტანე მტკიცებულებები, რადგან გაჰკიოდი, რომ გაყალბდა არჩევნებიო“ - გურამ მაჭარაშვილი

“თავად ბატონი მილერიც კი რომელიც, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გულშემატკივრობდა ოპოზიციას და ზურაბიშვილს, აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ზურაბიშვილს მოუწოდებს - ახლა მიბრძანდი და პროკურატურაში მიიტანე მტკიცებულებები, რადგან გაჰკიოდი, რომ გაყალბდა არჩევნებიო,“ - ამის შესახებ განცხადება “ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს პროკურატურაში მისვლის ეშინია, რადგან იქ მტკიცებულებებზე მოუწევს საუბარი და არა გარკვეულ რწმენებსა და წარმოდგენებზე არჩევნების გაყალბების შესახებ.

“ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პროცესში, რომ ზურაბიშვილი და ოპოზიცია ითხოვდა რომ გამოეძია საზოგადოებას, პროკურატურას, რომ გაყალბდა თურმე ასიათასობით ხმა. ამას გამოეხმაურნენ, მათ შორის, ჩვენი უცხოელი პარტნიორები. თავად ბატონი მილერიც კი რომელიც, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გულშემატკივრობდა ოპოზიციას და ზურაბიშვილს, აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ზურაბიშვილს მოუწოდებს - ახლა მიბრძანდი და პროკურატურაში მიიტანე მტკიცებულებები, რადგან გაჰკიოდი, რომ გაყალბდა არჩევნებიო.

პროკურატურის შეეშინდა, რადგან იქ ხომ ვერ მივიდოდა და ვერ იტყოდა, რომ: “მე აღქმა მაქვს ასეთი, რომ გაყალბდა“, “თენგო გეტყვით“, “რწმენა მაქვს ასეთი“ - პროკურატურაში ეს მტკიცებულებად არ გამოდგებოდა. ამიტომაც, ვერ მივიდა და არ აპირებს მისვლას ზურაბიშვილი. კარგია ეს, რადგან საზოგადოება დაინახავს, რომ აბსოლუტურად არასერიოზული და დამცინავია ზურაბიშვილის ეს ახირება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები