31 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
ვატო შაქარიშვილი: შტატებში, სადაც ფოსტით ხმის მიცემა უკვე დაწყებულია, ბიულეტენებით სავსე ყუთებს ქუჩებში წვავენ, თავისუფალ და გამჭვირვალე ქართულ არჩევნებს აკრიტიკებენ, თვითონ კი, პრეზიდენტობის კანდიდატი ორჯერ კინაღამ მოკლეს!

ამერიკულ Deep State-ს პირველ რიგში ის ჩამოანგრევს, რომ რეალობას არ უსწორებენ თვალს და ისევ უნიპოლარული სამყაროს და მათი ჰეგემონობის უკვე წარსულს ჩაბარებული წესებით მოქმედებენ. ვის აინტერესებს მათ მიერ არჩევნების შედეგების აღიარება/არაღიარება…?! მორჩა, დასრულდა პოლიტიკური ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტით პოლიტიკის კეთება, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, აშშ სამართლიან და გამჭვირვალე ქართულ არჩევნებს აკრიტიკებს, მაშინ, როცა პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ორჯერ თავდასხმა განხორციელდა, ასევე, ტრამპი მასობრივ გაყალბებაზეც საუბრობს.

შაქარიშვილი მიმოიხილავს მსოფლიოში ბოლო დროს მომხდარ ცვლილებებს და აღნიშნავს, რომ ევროპული და ამერიკული ბიუროკრატია ისევ ფარატინა რეზოლუციების ხანაში ჩარჩა. მისი თქმით, ახალ რეალობაში, სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესებია წინა პლანზე და არა ომების ხელშეწყობა, ლგბტ პროპაგანდა ან მიგრანტების უკონტროლო მიღება.

“ამერიკულ Deep State-ს პირველ რიგში ის ჩამოანგრევს, რომ რეალობას არ უსწორებენ თვალს და ისევ უნიპოლარული სამყაროს და მათი ჰეგემონობის უკვე წარსულს ჩაბარებული წესებით მოქმედებენ. ვის აინტერესებს მათ მიერ არჩევნების შედეგების აღიარება/არაღიარება…?! მორჩა, დასრულდა პოლიტიკური ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტით პოლიტიკის კეთება. ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია, ყველა შირმა დანგრეულია. ვეღარ იქნება ასე - კანონის შინაარსს რა მნიშვნელობა აქვს და მერე რა რომ ის ამერიკული FARA-დან ითარგმნა, ის ხომ რუსულია. ვეღარ იქნება ასე - მართალია არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს, მაგრამ რადგან ლიბერალურმა აგენტურამ წააგო, არჩევნები გაყალბდა.

სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე ქართულ არჩევნებს აკრიტიკებენ თვითონ კი, პრეზიდენტობის კანდიდატი ორჯერ კინაღამ მოკლეს! შტატებში, სადაც ფოსტით ხმის მიცემა უკვე დაწყებულია, ბიულეტენებით სავსე ყუთებს ქუჩებში წვავენ! ტრამპი მასშტაბურ გაყალბებაზე ლაპარაკობს.
ნახეთ მსოფლიოში რა ხდება - ისრაელმა გაეროს გენ-მდივანი პერსონა ნონგრატად გამოაცხადა და მისი დაპატიმრება მოითხოვა; ჰააგის სასამართლოს მიერ ძებნაში მყოფ პუტინთან 40 ქვეყნის ლიდერი ჩავიდა, მათ შორის NATO-ს წევრი თურქეთის პრეზიდენტი და გაეროს გენ-მდივანი გუტიერეში.
ევროკავშირი ემიჯნება საკუთარ წევრ ქვეყანას და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე უნგრეთს; იტალია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია და სხვები ერთმანეთს აჩეჩებენ საზღვრებზე მომდგარ მიგრანტებს; BRICS-ი ფართოვდება; დოლარი სუსტდება; ჩინეთის შუამდგომლობით ირანი და საუდის არაბეთი ახლოვდებიან და ერთობლივ წვრთნებსაც ატარებენ… კიდევ უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება, რაც დიდ ცვლილებებზე მეტყველებს.

ევროს-ამერიკული ბიუროკრატია კი, ისევ იქ ჩარჩა - FARAტინა რეზოლუციებს იღებენ; დსთ-ს წევრ, კორუმპირებულ, სუპერ-ანტიდემოკრატიულ მოლდოვას აწინაურებენ; რუსეთის ჩამოშლას სანქციებით ცდილობენ, მაგრამ საკუთარ ქვეყნებს აზიანებენ(გვერდით კი, საკუთარი ოჯახის წევრები რუსეთთან დიდ ბიზნესებს აწარმოებენ); ხან ვენესუელაში ნიშნავენ(ფურცელზე) სასურველ მთავრობას ხან კი, საქართველოში…

სულ უფრო მეტი მოაზროვნე, პოლიტიკოსი და რიგითი მოქალაქე ადარებს ევროკავშირს საბჭოთა კავშირთან. ბრიუსელი ცდილობს მთლიანად მიიტაცოს წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების სუვერენიტეტი და ისე მართოს ისინი, როგორც ბრიუსელსა და ვაშინგტონს სურს, თუნდაც ეს ამ ქვეყნების სულიერ და ფიზიკურ განადგურებას იწვევდეს.

მაგრამ ახალ რეალობაში, სწორედ სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები მოდის წინა პლანზე. კოლექტიურ ინტერესად ვეღარ ჩაითვლება ომების ხელშეწყობა, ლგბტ პროპაგანდა, მიგრანტების უკონტროლო მიღება და ა.შ. საერთო ინტერესი შესაძლოა იყოს მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, ვაჭრობა/ლოგისტიკა… ამ მიმართულებებით ყველასთან უნდა ვითანამშრომლოთ, თანასწორობის პრინციპის დაცვით, ურთიერთპატივისცემით და რაც მთავარია საკუთარი ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ! სხვაგვარად დავრჩებით წარსულში - საბჭოთა კავშირად გადაქცეული ევროკავშირის ღია კარში მდგომები…“ - წერს ვატო შაქარაშვილი.

დღის ამბები