24 დეკემბერი 2024,   21:59
ვრცლად
სერგეი ლავროვი, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, პირველად ესტუმრება ევროკავშირის წევრ ქვეყანას

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, პირველად ესტუმრება ევროკავშირის წევრ ქვეყანას. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ვიზიტის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა და აღნიშნა, რომ მალტაზე ვიზიტი 5-6 დეკემბერს, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად არის დაგეგმილი.

ბოლოს, ლავროვი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში 2021 წელს იმყოფებოდა. მაშინ ის სტოკჰოლმში, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო.

დღის ამბები