24 დეკემბერი 2024,   21:51
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა, - ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია "ტავ ჯორჯია" ავრცელებს.

კომპანიის ცნობითვე, აღნიშნული ციფრი 2005 წლიდან დღემდე "ტავ ჯორჯიას" მიერ აეროპორტების მართვის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლო რეკორდული მაჩვენებელი 2018 წელს 3,808,772 მგზავრით დაფიქსირდა. 2024 წლის ბოლომდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი, სავარაუდოდ, ოთხი მილიონ რვაასი ათასს მიაღწევს", – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები