24 დეკემბერი 2024,   22:19
ვრცლად
ფინეთის პრეზიდენტი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოთხდღიანი ვიზიტით, ჩინეთში იმყოფებოდა

ფინეთის პრეზიდენტი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოთხდღიანი ვიზიტით, ჩინეთში იმყოფებოდა. ალექსანდრ სტუბიმ, ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები ჩინეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართა.

ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის, ჩინეთთან გააფართოოს კულტურული კავშირები და გააღრმაოს პრაქტიკული თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობისა და მწვანე ენერგიის სფეროებში. მხარეებს შორის განხილვის საგანი იყო რუსეთ-უკრაინის ომიც.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ჩინეთმა არ მიაწოდოს რუსეთს საბრძოლო შეიარაღება ან იარაღის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რუსეთის უკანონო, აგრესიულ ომს. რუსეთის აგრესიული ომის ნებისმიერი მხარდაჭერა, იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, კიდევ უფრო გაახანგრძლივებს ომს", - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

დღის ამბები