08 დეკემბერი 2024,   04:49
ვრცლად
ვიზიტორების ზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში - ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროპიდან შემოსული ვიზიტორების ხარჯზე რეკორდულად გაიზარდა. 465 მილიონი დოლარი - ასეთია 2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტებიდან მიღებული თანხა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკაში მეორე ადგილზეა ისრაელი 323 მილიონი დოლარით.

საქართველოში გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა საუდის არაბეთიდანაც. უცხოელი ტურისტები სპეციალისტების განმარტებით, საქართველოში რამდენიმე მიზეზით ჩამოდიან, მათ შორისაა კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, ტრადიციული სამზარეულო და ოთხივე სეზონისთვის განკუთვნილი კურორტული ზონები.

ალექსანდრა ფილი ლუქსემბურგიდან თბილისში ერთი კვირის წინ ჩამოვიდა. ტურისტი ამბობს, რომ საქართველო მისთვის განსაკუთრებული ადგილი გახდა. საერთაშორისო მოგზაურები აქცენტს განსხვავებულ არქიტექტურაზე, კულტურაზე, ბუნებასა და სამზარეულოზე აკეთებენ.

ბოლო ცხრა თვეში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა და 3.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ოფიციალური ინფორმაციით, მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდს ექვს ნახევარი პროცენტით აღემატება. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მიღებული შემოსავალი კი 1. 6 მილიარდი დოლარია.

2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2023 წლის მონაცემებს 8%-ით, 116 მილიონი დოლარით გადააჭარბა. კერძო სექტორში ამბობენ, რომ ახალი მაჩვენებლები ტურიზმის სფეროსთვის დიდი სტიმულია. სექტორი ზამთრის სეზონისთვის უკვე ემზადება.

განახლებული მონაცემებით, საქართველოში, ბოლო 9 თვეში, 6 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა.

დღის ამბები