26 დეკემბერი 2024,   17:37
ვრცლად
იტალიაში ძვირადღირებული ტანსაცმლის ქურდობისთვის 38 წლის ქართველი დააკავეს

იტალიაში, პოტენცას პროვინციაში, ძვირადღირებული ბრენდული ტანსაცმლის ქურდობისთვის 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მამაკაცი კარაბინერებმა, ავტომობილების გეგმური შემოწმების დროს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დანაშაული მიმდინარე წლის თებერვლის თვეში მოხდა, 38 წლის ქართველზე კი ძებნა იყო გამოცხადებული.

პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება მაღაზიის მეპატრონის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. მათი ცნობით, ქართველმა რამდენიმე ძვირადღირებული დიზაინერული ნივთის მოპარვა და ადგილიდან მიმალვა შეძლო.

 

დღის ამბები