24 დეკემბერი 2024,   22:23
ვრცლად
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროევროპელმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, პროევროპელმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო ხმების 99%, მონაცემები კი, სანდუს 55%-ანი მხარდაჭერას აჩვენებს.

მისმა მეტოქემ, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ალექსანდრე სტოიანოგლომ, რომელსაც მხარს პრორუსული "სოციალისტების პარტია" უჭერდა, ხმების 45% მოიპოვა.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ ჩატარდა. ამომრჩევლების აქტივობა 54% იყო. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ემიგრანტები საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე.

დღის ამბები