ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია-ს" აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს:
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ნოემბერს 12:00-იდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - მსხალდიდი, ქვემო ლისი, ვარდის წყარო და მიმდებარე სოფლებში; 13:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში; 16:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბაგა, ბოდორნა და მიმდებარე სოფლებში; 16:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში შერმადინის, ცამეტი ასურელი მამის, ტოიოტას ცენტრის და მიმდებარე ტერიტორიაზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში," - ნათქვამია ინფორმაციაში.