24 დეკემბერი 2024,   22:05
ვრცლად
ოპოზიციამ გეგმა ისევ შეცვალა - სპორტის სასახლესთან დაანონსებული შეკრება გაუქმდა და აქცია სააპელაციო სასამართლოსთან დაიგეგმა

ოპოზიციამ გეგმა ისევ შეცვალა. დღეს სპორტის სასახლესთან დაანონსებული შეკრება გაუქმდა. მის ნაცვლად აქცია სააპელაციო სასამართლოსთან გაიმართება. ოპოზიციური კოალიციების ლიდერები აცხადებენ, რომ ქუჩის პროტესტი ყოველდღიურ სახეს მიიღებს.

"გადავწყვიტეთ, რომ შევცვალოთ დღევანდელი შეკრების ლოკაცია და დრო და მივიდეთ სააპელაციო სასამართლოსთან 3 საათზე. იმისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტი ერთიანი ძალებით დავიცვათ. ეს არის შედეგზე ორიენტირებული ბრძოლა, სადაც იქნება დიდი აქციები რუსთაველის გამზირზე, იქნება წერტილოვანი აქციები სხვადასხვა ლოკაციებზე, მაგრამ ყველა აქციამ, ყველა პროტესტმა ერთობლიობაში უნდა გამოიღოს ის შედეგი, რასაც გამარჯვების დაბრუნება ჰქვია", - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა.  

აქცია გუშინ რუსთაველზე გაიმართა. ლიდერებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს, რის შემდეგაც მომიტინგეებმა მსვლელობით ჯერ იუსტიციის სახლთან, შემდეგ კი მარჯანიშვილის მოედანზე გადაინაცვლეს.

დღის ამბები