08 დეკემბერი 2024,   13:54
ვრცლად
"1 მოსამართლის საპირწონედ დგას 22 მოსამართლის გადაწყვეტილება" - შალვა პაპუაშვილი

თეთრიწყაროს მოსამართლის საპირწონედ დგას 22 მოსამართლის გადაწყვეტილება - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საია-ს საჩივარი 23-მა მოსამართლემ განიხილა და მხოლოდ ერთმა ჩათვალა, რომ ფარულობა იყო დარღვეული.

"არ მინდა ვიფიქრო, რომ მოსამართლე ცოლის გავლენის ქვეშ არის. ფაქტი ერთი რამ არის - საია-მ, ისე, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა... (მაგ ლოგიკით მაშინ მოლდოვის არჩევნებიც გასაუქმებელია) ამის საპირწონედ დგას 22 მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც ზუსტად დაინახა, რომ საფუძველი არ იყო ამ სარჩელის დაკმაყოფილების. 22-დან ამის საპირწონედ 1 გადაწყვეტილება არის - ამიტომ არსებობს ინსტანციურობა, სააპელაციო სასამართლოში წავა, მე რამდენადაც ვხვდები საია-ც გაასაჩივრებს იმ 22 გადაწყვეტილებას, რაც არ დაკმაყოფილდა, ცესკოც ასაჩივრებს როგორც ვხვდები. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტს.

ოპოზიციას ერთ რამეს მოვუწოდებ, რომ ამ სასამართლოზე ჩამოყალიბდნენ, რომ ან მოსწონთ ეს სასამართლო ან არ მოსწონთ, ან სამართლიანია, ან უსამართლო. რაღაცნაირად ჩამოყალიბდნენ. როდესაც მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება არის პირდაპირ გმირად გამოჰყავთ ადამიანები, როდესაც არ მოსწონთ გადაწყვეტილება, ისინი გამოჰყავთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებად", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები