24 დეკემბერი 2024,   22:11
ვრცლად
აშშ-ში, კამალა ჰარისის სახლთან პოლონელი ჟურნალისტები გაქურდეს

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, კამალა ჰარისის სახლთან პოლონელი ჟურნალისტები გაქურდეს.

TVP Info-ს ს ჟურნალისტები სიუჟეტს ამზადებდნენ სახლზე, სადაც "დემოკრატების" პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი დაიბადა და გაიზარდა. ჟურნალისტებმა ტექნიკა დროებით ტროტუარზე დატოვეს, საიდანაც ის მაშინვე მოიპარეს.

GPS სისტემის წყალობით, ჟურნალისტებმა ტექნიკას იმავე უბანში მდებარე სახლში მიაგნეს, საიდანაც რამდენიმე ფერადკანიანი ქალი, მათ შორის, არასრულწლოვანიც გამოვიდა. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ტექნიკა იპოვა, თუმცა შემდეგ აღიარეს, რომ ტექნიკა თვითნებურად აიღეს.

ჟურნალისტებმა ტექნიკა დაიბრუნეს, შემთხვევის შედეგად პოლიციას არავინ დაუკავებია.

დღის ამბები