06 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
"რაიმე მტკიცებულება რომ ჰქონოდათ, აქამდე წარმოადგენდნენ და პირველები გაიქცეოდნენ პროკურატურაში, მაგრამ, ეს რომ არ აქვთ, ხავსს ეჭიდებიან" - გურამ მაჭარაშვილი

"თუ რაიმე მტკიცებულება ჰქონდათ, აქამდე წარმოადგენდნენ და პირველი გაიქცეოდნენ პროკურატურაში, მაგრამ, ეს რომ არ აქვთ, ახლა ხავსს ეჭიდებიან," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი საუბრობს.

როგორც ის ამბობს, ოპოზიციას არჩევნების გაყალბების არანაირი მტკიცებულება არ აქვს და სიცრუის კამპანიას აწარმოებს.

"რაიმე მტკიცებულება რომ ჰქონოდათ, აქამდე წარმოადგენდნენ, მაგისტრი მოსამართლე ვერ უშველის მათ და დაეხმარება იმაში, რომ რაიმე მტკიცებულება წარმოადგინონ. თუ რაიმე მტკიცებულება ჰქონდათ, აქამდე წარმოადგენდნენ და პირველი გაიქცეოდნენ პროკურატურაში, მაგრამ, ეს რომ არ აქვთ, გამომდინარე აქედან, ახლა ხავსს ეჭიდებიან. ის, რომ თავიდან ბოლომდე ამას საზოგადოება ხედავდა, რომ მიდიოდა აბსოლუტურად ფარულობის დაცვით და რომ არანაირი ძალადობა იქ არ იყო, ამიტომაც არის, რომ დღემდე ვერავინ ხელმოსაკიდ მტკიცებულებას ვერ პოულობს და ვერ მიაქვს შესაბამის საგამოძიებო ორგანოში," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები