08 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
"ჩვენს უცხოელ პარტნიორებსა და კოლეგებს ჩვენგან არ უნდა ესწავლებოდეთ, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობა საერთაშორისო სამართლის ნომერ პირველი პრინციპია" - ვახტანგ ჩოჩია

საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მკვეთრ პირობას, ევროინტეგრაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში. ევროპის სამი ლიდერი აცხადებს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების კანონები ევროპულ პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. "ქართული ოცნება" კვლავ განმარტავს, რომ ეს კანონები ქართულ ღირებულებებს იცავს და გაუგებარია, რატომ არის ევროპული ღირებულება სხვა ქვეყანაში ფულის ფარული ხარჯვა და ე.წ. ლგბტ პროპაგანდა.

"ჩვენს უცხოელ პარტნიორებსა და კოლეგებს ჩვენგან არ უნდა ესწავლებოდეთ, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობა საერთაშორისო სამართლის ნომერ პირველი პრინციპია. რაც შეეხება ორი კანონის უკან გაწვევას, რომელიც ოჯახური ღირებულებების დაცვასა და გამჭვირვალობას ეხება - ისინი სრულად ასახავენ იმ ევროპულ ღირებულებებს, რომელზეც ევროპის კავშირი დგას. ძალიან დამაზიანებელია ის ნარატივი, რომელიც გულისხმობს ტოლობის დასმას ლგბტ პროპაგანდასა და ევროკავშირს შორის", - აღნიშნავს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერი ვახტანგ ჩოჩია.

კანონები, რომლებზეც ევროკავშირი აპელირებს, ქართული ოპოზიციისთვის უკვე ნაკლებად აქტუალურია. მთავრობის ოპონენტების თქმით, აღნიშნული კანონები ქვეყანას ევროინტეგრაციაში ხელს უშლის.

სამი სახელმწიფოს პირველი პირების განცხადებაში არჩევნების დარღვევების სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიებაც ნახსენებია, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება ორი კანონის გაუქმებაზეა დამოკიდებული.

დღის ამბები