08 დეკემბერი 2024,   14:15
ვრცლად
იტალიაში, ეტლით ფარიკაობაში 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

იტალიაში, ქალაქ პიზაში ეტლით ფარიკაობაში 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ინფორმაციას თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი ავრცელებს.

"ხმლით ფარიკაობაში თიბილაშვილმა ნახევარფინალში ჰონკონგელი მოწინააღმდეგე 15:4 დაამარცხა, საფინალო ბრძოლა კი პოლონელ კინგა დროჟთან, ანგარიშით 9:15 დათმო, მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ვულოცავთ ნინა თიბილაშვილს პიზა 2024-ზე წარმატებით ასპარეზობას.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები სამშობლოში ოქროს და ვერცხლის მედლებით ბრუნდება", - წერს ცენტრი.

დღის ამბები