ტელეკომპანია MSNBC-სთან ინტერვიუში, იელის უნივერსიტეტის ფსიქიატრმა, ამანდა კალჰუნმა მოუწოდა ლგბტქ+პირებს, რომელთა ოჯახის წევრებმა დონალდ ტრამპს მისცეს ხმა, გაწყვიტონ კავშირები და თავი აარიდონ მათ მოახლოებულ დღესასწაულებზე.
"თუ აღმოჩნდით სიტუაციაში, როდესაც გყავთ ოჯახის წევრები ან გყავთ ახლო მეგობრები, რომლებმაც ხმა მისცეს თქვენ წინააღმდეგ ან თქვენი ცხოვრების სტილის წინააღმდეგ, მაშინ სრულიად ნორმალურია, არ იყოთ ამ ხალხის გვერდით", - განაცხადა იელის უნივერსიტეტის ფსიქიატრმა.