24 დეკემბერი 2024,   22:07
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლემ გვიან ღამით, ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მიიღო.

პროცესი თითქმის მთელი დღის განმავლობაში, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოსარჩელე მხარე საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას ითხოვდა. გადაწყვეტილების გამოტანამდე მოსამართლემ საიას, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ძლიერ საქართველოს" წარდგენილი 11 შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზეც უარი უთხრა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება მოსარჩელე მხარე და გამართულ პროცესს ფორმალურად აფასებს.

დღის ამბები