ვინც ბათუმში სტადიონზე ვერ მოახერხა წასვლა, თბილისის მერია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ეპატიჟება. უკვე დამონტაჟდა ეკრანი, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. თამაშის დაწყებამდე, გულშემატკივრების განწყობაზე მუსიკოსები იზრუნებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს უეფა-ს ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის მეხუთე შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 21:00 საათზე, ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე" გაიმართება.