საქართველო-იტალიის სარაგბო ნაკრებების დაპირისპირება იტალიის გამარჯვებით დასრულდა.
საქართველომ პირველ ტაიმში ორი ლელოს დადება შეძლო. პირველი ლელოს ავტორი ტაბუცაძეა, ხოლო მეორის - ლობჟანიძე. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები თავის ნახევარზე ჩაიკეტა, რამაც იტალიელებს საშუალება მისცა, თავის ნახევარზე ეთამაშათ და არ გაერისკათ. საბოლოოდ, მეტოქემ ანგარიშით 20:17 გაიმარჯვა.
2024 წლის შემოდგომის სერიების ფარგლებში, "ბორჯღალოსნები" იტალიას გენუაში დაუპირისპირდნენ.