19 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
"ყველა ტიპის განცხადება არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ტიპის, რომელიც მიზნად ისახავს ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში ზეგავლენის მოხდენას" - ლევან მახაშვილი ბორელის განცხადებაზე

ჟოზეფ ბორელის განცხადებას ეხმაურებიან მმართველ გუნდში - "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განმარტებით, ეუთო/ოდირის დასკვნა ნათელი მაგალითია, როგორ ჩატარდა არჩევნები. ასევე ამბობენ, რომ არჩევნების შედეგებზე მსგავსი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს და ეს მიზანი გავლენის მოხდენაა.

"ყველა ტიპის განცხადება არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ტიპის განცხადებები, რომელიც მიზნად ისახავს ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში ზეგავლენის მოხდენას, გავლენის მოხდენას და ამით რაღაცნაირად მათთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას. თუმცა, კონკრეტულად არჩევნებს რაც შეეხება, ყველაფერი ძალიან ნათელია, ნათელია ოდირის დასკვნით, როგორც წერილობით, ასევე სიტყვიერად.

რაც შეეხება ევროინტეგრაციის პროცესს, ევროკომისიის დასკვნაშივე ყველა მიმართულებით საქართველოს ჰქონდა პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე და ასეც გაგრძელდება. საქართველოსთვის ევროინტეგრაცია ეს არის ეკონომიკა, კანონმდებლობა და სტაბილური ინსტიტუტები", - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სიის მე-17 ნომერი ლევან მახაშვილი.

დღის ამბები