24 დეკემბერი 2024,   22:01
ვრცლად
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დაიწყო

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დაიწყო. მხარეები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ იმსჯელებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური სამსახურის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში უკანონო ბორდერიზაციის 5 და მოქალაქეთა უკანონო დაკავების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 9 მოქალაქე რჩება.

დღის ამბები