19 ნოემბერი 2024,   15:16
ვრცლად
"კრიზისის განმუხტვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სარჩელის დროული და სამართლიანი განხილვა" - ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ პრეზიდენტის სარჩელზე

არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელი უკვე შევიდა - მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელს წარმოებაში, 3 დღეში გახდება ცნობილი.

სასამართლოს განხილვის დასაწყებად კი 30-დღიანი ვადა აქვს. როგორც პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სარჩელის შეტანა მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა არ აქვთ.

"მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობა არ არის, ამ სამართლებრივ გზას პრეზიდენტი მიმართავს იმის გამო, რომ უნდა იყოს ყველა სამართლებრივი სივრცე და მექანიზმი გამოყენებული, რათა პრეზიდენტმა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები დაიცვას. იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამ ვადებს, რომელიც შემჭიდროებულია, კიდევ არ გაახანგრძლივებს და სწრაფად დანიშნავს, იმიტომ, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში. ამ კრიზისის განმუხტვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სარჩელის დროული და სამართლიანი განხილვა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პრეზიდენტმა სარჩელის შეტანამდე ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

დღის ამბები