"ქართული ოცნების" წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უშინაარსო, უსაფუძვლო და ყველანაირი ტყუილებით სავსე განცხადებებს აკეთებს, რადგან არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია.
მისი განმარტებით, ისინი გამოკითხვაზე მისვლას თავს იმიტომ არიდებენ, რომ, ტყუილის თქმის შემთხვევაში, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
"როდესაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, როდესაც ერთი შენიშვნა, ერთი საჩივარი არ აქვთ დაწერილი და შემდეგ, რამდენიმე დღის მერე გაახსენდათ, რომ თურმე არჩევნები გაყალბებული და მოპარულია, ზუსტად ამის გამო უწევთ ასეთი უშინაარსო, უსაფუძვლო, ყველანაირი ტყუილით სავსე განცხადებების გაკეთება. რაც მთავარია, როდესაც საგამოძიებო სამსახურებში მათ აქვთ მისვლისა და ჩვენების მიცემის ვალდებულება, ეს ადამიანები ამას ყოველთვის თავს არიდებენ. ამას მარტივი მიზეზი აქვს, თუ იტყუებიან, მათ დაეკისრებათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამიტომ გაურბიან გამოკითხვას და ცდილობენ თქვან, რომ არჩევნები გაყალბება საჯაროდ ცნობილი ფაქტია", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.