Apple-დან გაჟონილი ახალი ინფორმაციის თანახმად, კომპანია iPhone 17-ში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას გეგმავს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
Apple-ის ინსაიდერები ამბობენ, რომ კომპანია, სავარაუდოდ, გამოუშვებს iPhone-ის ახალ, მსუბუქ მოდელს Pro და Pro Max ვერსიებთან ერთად.
Apple-ის ანალიტიკოსი მარკ გურმანი ამბობს, რომ “iPhone 17 Air-ი“ ან “iPhone 17 Slim-ი“ სავარაუდოდ, უფრო მსუბუქი და თხელი ვარიანტი იქნება, ნაკლებად ძლიერი მონაცემებით.
გურმანის განმარტებით, მომავალი წლის ფლაგმანი ტელეფონი “საშუალო დონის მახასიათებლების მქონე შეღავათიანი ფასის მქონე ტელეფონი იქნება, რომელიც იმ მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი, ვისაც ყველაზე შთამბეჭდავი ფუნქციები არ სჭირდებათ“.
ეს მას 25%-ით უფრო თხელს გახდის, ვიდრე ამჟამინდელი iPhone 16, 16 Pro და 16 Pro Max-ია.
თუმცა, არსებობს კომპრომისი - გავრცელებული ინფორმაციით, iPhone 17 Air-ს წინა მხარეს მხოლოდ 24 მეგაპიქსელიანი კამერა ექნება, ხოლო უკანა მხარე მხოლოდ ერთი, 48 მეგაპიქსელიანი კამერით აღიჭურვება.