შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, “ატაკამსის“ ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს.
ჯონ კირბის თქმით, ვაშინგტონმა “მართლაც შეცვალა მითითებები“ “ატაკამსის“ რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით და ახლა უკრაინელებს შეუძლიათ, “მათი გამოყენება კონკრეტული ტიპის სამიზნეების წინააღმდეგ“.
ცნობისთვის, აქამდე რამდენიმე მედიამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას უკრძალავდა შტატების მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას.
უკრაინამ “ატაკამსის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე პირველად 19 ნოემბერს გამოიყენა.