26 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
“გვარამია, რითაც გამოირჩა ამ აქციების დროს, ეს იყო კარავში როგორ ჭამდა ჩიფსებს, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მათი მხარდაჭერა საზოგადოებაში 1%-იანი ბარიერის ტესტსაც ვეღარ გაუძლებს“ - რატი იონათამიშვილი

რა იქნება ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯი - “ქართული ოცნების“ შეფასებით, ოპოზიციური პარტიები ერთიან გეგმაზე ვერც მომავალში ჩამოყალიბდებიან

“გვარამია, რითაც გამოირჩა ამ აქციების დროს, ეს იყო კარავში როგორ ჭამდა ჩიფსებს. მეორეს მხრივ ჩვენ ვნახეთ სრულიად გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია და როდესაც ხარ თითქოს ლიდერი და ამბობ, რომ მთელ პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე და მეორე დღეს ხალხს მოუწოდებ, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და თვითონ იპარები საქართველოდან, რასაკვირველია, შემდეგ არავის არ უნდა უკვირდეს, რომ ამ ადამიანებს არანაირი ნდობა და მხარდაჭერა საზოგადოებისგან არ ექნებათ, ვინაიდან ისინი შევიდნენ ისტორიაში როგორც არა მხოლოდ ქვეყნის ღალატში მხილებულები, არამედ საკუთარ მხარდამჭერებსაც კი უღალატეს.

მათი გეგმა იყო ყოველთვის დეზინფორმაცია, ტყუილი და სიცრუე, ამ ყველაფერს აქვს მოკლე ფეხები და დღეს ყველა ხედავს, რომ ეს ადამიანები უსინდისოდ და უსირცხვილოდ ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველსაც კი. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მათი მხარდაჭერა საზოგადოებაში 1%-იანი ბარიერის ტესტსაც ვეღარ გაუძლებს,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები