28 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი და "გაზპრომის" ხელმძღვანელი ერთმანეთს სანქტ-პეტერბურგში შეხვდნენ, სადაც მოლდოვისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი განიხილეს

მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი ვიქტორ პარლიკოვი "გაზპრომის" აღმასრულებელ დირექტორს, ალექსეი მილერს შეხვდა. მედიის ინფორმაციით, მხარეებმა, 2025 წლის პირველი იანვრიდან, მოლდოვასა და დნესტრისპირეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გზები განიხილეს.

ასევე, შეხვედრაზე, მოლდოვურმა მხარემ წარადგინა "მოლდოვაგაზის" მმართველი საბჭოს ახალი შემადგენლობის კანდიდატები. კანდიდატების დასამტკიცებლად, კენჭისყრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

მედიის ცნობით, პარლიკოვმა და მილერმა განიხილეს "გაზპრომის" წინაშე "მოლდოვაგაზის" დავალიანების საკითხის გადაწყვეტის გზები და "აღნიშნულ თემაზე კონსულტაციების განახლებაზე შეთანხმდნენ".

შეგახსენებთ, მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი, "გაზპრომის" წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გასამართად, სანქტ-პეტერბურგში 25 ნოემბერს გაემგზავრა.

დღის ამბები