28 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
ირაკლი ზარქუა გერმანიის ელჩის განცხადებაზე: მეგობარო, გადახედე აბა შენს სამეზობლოს, გადაგვასწრო ღვინით ვაჭრობაში რუსეთთან და იქ რატომ არ აკეთებ ასეთ განცხადებებს?

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებებს გამოეხმაურა.

ზარქუა ხაზს უსვამს, რომ რუსეთთან ღვინით ვაჭრობის კუთხით, საქართველოს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაუსწრო.

"ბატონი ფიშერი, გერმანიის ელჩი საერთოდ აცდენილია თავის მანდატს. ის არაერთხელ იყო შემჩნეული, როგორ უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. გადაასწრო რადიკალებს განცხადებების გაკეთებაში. მგონი, რაღაც აერია. რაღაც შანტაჟის ენით რომ ლაპარაკობს, - მეგობარო, გადახედე აბა შენს სამეზობლოს, გადაგვასწრო ღვინით ვაჭრობაში რუსეთთან და იქ რატომ არ აკეთებ ასეთ განცხადებებს?

თქვენმა სამეზობლომ, რომელმაც სანქცია დაუწესა რუსეთს, გადაგვასწრო ვაჭრობაში. აბა ახსენი, რა ფენომენთან გვაქვს საქმე? საქართველო ვაჭრობს ევროკავშირთან, პირველ ადგილას გავიდა. ვწუხვარ, როგორც ჩანს, ამ სტატისტიკას თქვენ გიმალავენ, ან პოლიტიზებული ხართ", - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ამავე თემაზე
დღის ამბები