28 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მასირებული იერიში მიიტანა - დრონებთან ერთად, ოკუპანტმა სტრატეგიული ბომბდამშენები გამოიყენა

რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მასირებული იერიში მიიტანა. დრონებთან ერთად, ოკუპანტმა სტრატეგიული ბომბდამშენები გამოიყენა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

შეტევა იყო ხარკოვსა და ოდესაზე. შედეგები ამ დროისთვის უცნობია. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, თავდასხმის სამიზნე მთელი ქვეყნის მასშტაბით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა, რის გამოც რეგიონების ნაწილი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა უკრაინისa და რუსეთის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი შეარჩია. ის დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსი იყო.

დღის ამბები