პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებებს გამოეხმაურა.
ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ეკონომიკური წინსვლა და მშვიდობა ხელისუფლების პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა.
"ეკონომიკური წინსვლა და ის, რომ, რაც მთავარია, საქართველოში არის მშვიდობა, ეს მოიტანა საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულმა პოლიტიკამ. ჩვენ ბევრი სპეკულაციური განცხადება მოვისმინეთ ხან ამ ადამიანისგან, ხან - სხვებისგან. თუ რაიმე სარგებელზეა საუბარი, მე მათ ვურჩევდი, რომ თავიანთი პარტნიორების რუსეთთან ურთიერთობებს ჩახედონ, ნახონ, ვის რა ვაჭრობა აქვს რუსეთთან, ვინ როგორ და რამდენი პროცენტით გაზარდა რუსეთთან ვაჭრობა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ჩვენმა საბაჟო სამსახურებმა ომის დაწყების შემდეგ 2000-ზე მეტი აკრძალული ტრანზაქცია გააჩერეს საქართველოს საზღვარზე, რომელთა უმრავლესობა მოდიოდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. როდესაც სხვისკენ გაიშვერენ თითს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში ჩაიხედონ", - აცხადებს ლევან მახაშვილი.