28 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ცესკოს დანაშაულებრივ ორგანიზაციად [მოიხსენიებ] და მერე ამავე ცესკოს მიმართავ, რომ შენი წერილი იქ იყოს წარმოდგენილი, ეს ცალსახად ნიშნავს, რომ ძალიან კარგადაც აღიარებ ცესკოს უფლებამოსილებას - თენგიზ შარმანაშვილი

"ცესკოში ყოფნა აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ვამხილოთ სისტემა" - ასე უპასუხა "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ კითხვას, თუ რატომ წარადგინეს ცესკოს წევრად მისი კანდიდატურა ისევ,  თუ საარჩევნო ადმინისტრაციას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

გიორგი სიორიძის განმარტებით, მიზნის მისაღწევად, ბოლომდე იბრძოლებენ.

კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" ცესკოს მიმართა და მოითხოვა გიორგი სიორიძე ხელახლა დაინიშნოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად. ოპოზიციური პარტიის განცხადება გიორგი კალანდარიშვილმა უკვე დააკმაყოფილა.  

მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ხაზარაძის გუნდის მოთხოვნა, რომელიც, ერთი მხრივ, არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებს და, მეორე მხრივ, ამ არჩევნების ჩამტარებელ უწყებას თხოვნით მიმართავს, აჩვენებს, რომ ოპოზიციის ბრალდებები სიცრუეა.

"ამ თამაშს თავი უნდა დაანებონ. ის, რომ შენი პარტია იძახის, რომ ეს ცესკო დანაშაულებრივი ორგანიზაციაა და მერე ამავე ცესკოს, ბრჭყალებში - დანაშაულებრივ ორგანიზაციას, მიმართავ, რომ შენი წერილი იქ იყოს წარმოდგენილი, ეს ცალსახად ნიშნავს, რომ ძალიან კარგადაც აღიარებ ცესკოს უფლებამოსილებასა და მის ლეგიტიმურობას", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები