28 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
"დარწმუნებულები ვართ, რომ 4 წლის თავზე, საქართველო შეძლებს იმ მიზნის შესრულებას, რომელიც იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება" - ლევან მახაშვილი

ამ სამთავრობო გუნდს ექნება "ქართული ოცნების" გუნდის" სრული მხარდაჭერა," - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის შეფასებით, სამთავრობო გუნდი, შეძლებს "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის განხორციელებას.

"ეს არის ის საუკეთესო გუნდი, რომელიც შეძლებს ჩვენი საარჩევნო პროგრამის განხორციელებას. საზოგადოებამ იხილა სამთავრობო პროგრამა, რომელიც 4 წელიწადზეა გაწერილი და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 4 წლის თავზე, საქართველო შეძლებს იმ მიზნის შესრულებას, რომელიც იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება. ეს არის ევროპული, ეკონომიკურად ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობა. სწორედ ამიტომ, ამ სამთავრობო გუნდს ექნება "ქართული ოცნების" გუნდის" სრული მხარდაჭერა", - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები