28 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
"სამი ახალი მინისტრია და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გააძლიერებენ აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობას" - თენგიზ შარმანაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი სამთავრობო გუნდის ახალ შემადგენლობაზე საუბრობს. მისი შეფასებით, სამი ახალი მინისტრი, მინისტრთა კაბინეტს კიდევ უფრო გააძლიერებს.

"სამი ახალი მინისტრი არის, ეს ის კანდიდატებია, რომელთანაც გვიმუშავია წლები პარლამენტში. არიან საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე თავიან დარგებში და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გააძლიერებენ აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობას.

ვიცი, რა შრომისუნარიანი არის ანრი ოხანაშვილი და რა მოცულობის სამუშაოს შესრულება შეუძლია მაღალკვალიფიციურად," - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

დღის ამბები