საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მოულოდნელი მოგებაა.
მისი განცხადებით, ყველა დიპლომატი ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას უნდა ცდილობდეს და არა "ძირის გამოთხრას."
"ყველა ქვეყნის დიპლომატი, რომელიც საქართველოში იმყოფება და წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას, წარმოადგენს სახელმწიფოში და ისინი ვალდებულნი არიან, პატივი სცენ იმ სახელმწიფოს, რომელშიც არიან წარმოდგენილი. მათი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებისკენ და გაღრმავებისკენ და არა ძირის გამოთხრისკენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ვხედავთ, წარმოდგენილი დიპლომატები პირიქით მოქმედებენ და არა იმისკენ, რომ ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.