საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი - ჯოზეფ ვარადი ქუთაისში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორს შეხვდა.
"ჩვენ გავხდით ნომერ პირველი ავიაკომპანია საქართველოში. შევიტანეთ მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ავიაციის განვითარებაში და ხელი შევუწყვეთ უფრო მეტ მგზავრს ჰქონოდა საშუალება ესარგებლა დაბალბიუჯეტური ფრენებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და დაეთვალიერებინათ საქართველოს ღირსესანიშნაობები.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალი 2025 წელი Wizz Air-ის ბაზებისთვის მნიშვნელოვანი წელი იქნება და საქართველოც ამ ბაზების ნაწილი გახდება”, - აცხადებს ავიაკომპანია Wizz Air-ის დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი ჯოზეფ ვარადი.
ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლოდ ახალი მიმართულებების დამატების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ქუთაისში ის ბუდაპეშტიდან ჩამოფრინდა და ლარნაკაში გაფრინდა.
"ვისაუბრეთ ასევე ახალი საჰაერო ხომალდების დამატებასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში გექნება საინტერესო სიახლეები ჩვენი მგზავრებისთვის. მე მოხარული ვარ გაგიზიაროთ ის ინფორმაცია, რომ ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ქუთაისის აეროპორტში ერთობლივად გაერთიანებას", - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.