28 ნოემბერი 2024,   18:03
ვრცლად
"განსაზღვრულია ის ძირითადი მიმართულებები, რომელსაც მომდევნო პერიოდში დაეფუძნება ჩვენი საქმიანობა. ეს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით" - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, უწყების მომავალ საქმიანობაზე ისაუბრა, რომელიც მისივე თქმით, უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით:

"განსაზღვრულია ის ძირითადი მიმართულებები, რომელსაც მომდევნო პერიოდში დაეფუძნება ჩვენი საქმიანობა. ეს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით, რა თქმა უნდა ეს უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციური მიზნების განხორციელებას ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით, პრიორიტეტული იქნება ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. პრემიერ-მინისტრმაც ხაზგასმით აღნიშნა ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, და ეს იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ჩინეთთან ურთიერთობები, ევროპის ქვეყნებთან, სამეზობლოსთან ურთიერთობები, რაც დაფუძნებული იქნება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ და რა თქმა უნდა საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის იმიჯის უკეთ წარმოჩენის მიზნით", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები