27 დეკემბერი 2024,   03:04
ვრცლად
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის საჯარო მოწოდების ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს

ცოტა ხნის წინ, ორბელიანის ქუჩაზე პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა, სამართალდამცველებმა კი მას განუმარტეს, რომ ის დაკავებულია სისხლის სამართლის მიმდინარე საქმეზე, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას, მასში მონაწილეობას და დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას საჯარო მოწოდებით.

დაკავებული პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

დღის ამბები