26 დეკემბერი 2024,   17:18
ვრცლად
ალეკო ელისაშვილის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით ასაჩივრებს

ალეკო ელისაშვილის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით ასაჩივრებს. გიორგი რეხვიაშვილმა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის თაობაზე სარჩელი ცოტახნის წინ შეიტანა.

ადვოკატის თქმით, სასამართლომ ალეკო ელისაშვილს აღკვეთი პოლიტიკური ნიშნით შეუფარდა.

რეხვიაშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები დგინდება, რომ ელისაშვილი თავდაცვის მიზნით მოგერიების პროცესში იყო.

"სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებულია. მტკიცებულებად წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში კარგად, ნათლად ჩანს, ალეკო ელისაშვილი მალევე ცდილობს, რომ განმუხტოს კონფლიქტი, ერიდება შემთხვევის ადგილს და როდესაც უკან 10 მეტრს გაივლის, ბაბაევი რკინის ჯოხით მისდევს და ცდილობს, რომ დაზიანება მიაყენოს. ამ შემთხვევაში, ალეკო ელისაშვილი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. აღნიშნულ შემთხვევაში დამნაშავე ალეკო ელისაშვილი არ იყო. თუ ვინმე უნდა დასჯილიყო, ეს უნდა ყოფილიყო მეორე მხარე - ალი ბაბაევი", - აცხადებს ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი.

 

 

დღის ამბები