"ჩამოსული ევროპარლამენტარები არიან "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტები. მათი ვიზიტი ემსახურება აქციების მუხტის გაზრდას," - ასე შეაფასა მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა ევროპარლამენტარების საქართველოში ჩამოსვლა.
მისი შეფასებით, აქციების მუხტის გაზრდის მცდელობა ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც წინასაარჩევნო მცდელობები, ჩარეულიყვნენ ქართულ პოლიტიკაში.
"ვხედავთ, რომ აქციები მილევად რეჟიმშია და ის პროცესი, რომელიც წამოიწყეს, ფაქტობრივად, წაგებულია. ამიტომ, ამ ევროპარლამენტარების ჩამოსვლა, რომელიც უკვე ყავლგასულები არიან, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ უფრო მეტი ხალხი დაამობილიზონ, თუმცა, როგორც მათი წინასაარჩევნო მცდელობები - ჩარეულიყვნენ ქართულ პოლიტიკაში დასრულდა წარუმატებლად, აქციების მუხტის გაზრდის ჭრილშიც, წარუმატებელი იქნება მათი საქართველოში ვიზიტი," - აცხადებს ნინო წილოსანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩამოვიდა.