უკრაინაში ღამით საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, "შაჰედის" დრონების თავდასხმის გამო ჩაირთო.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რეგიონი არტილერიითა და დრონებით დაბომბეს, ასევე იერიში იყო სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზეც.
"იმისთვის, რომ უკრაინამ დიპლომატიაში სწორ შედეგებს მიაღწიოს კურსკის ოლქში ძალაა საჭირო" - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისივე თქმით, პოკროვსკის მიმართულებით და კურახოვოში კვლავ მძიმე ვითარებაა. ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი უკრაინისთვის საიმედო და გარანტირებული მშვიდობის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს.
სლოვაკეთის პრეზიდენტის განცხადებით კი, მშვიდობა უკრაინის ტერიტორიის დაკარგვის გარეშე შეუძლებელია. პეტერ პელეგრინის ამბობს, რომ ალბათ, არც ერთ გონიერ ადამიანს ევროპაში არ სჯერა, რომ მშვიდობა შეიძლება მიღწეული იყოს უკრაინის ნაწილობრივი ტერიტორიული დანაკარგების გარეშე.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია უარს ამბობს საარჩევნო პროგრამაში უკრაინისთვის "ტაუ-რუსის" ფრთოსანი რაკეტების გაგზავნაზე. ამ გადაწყვეტილებას პარტიაში "წინდახედულობით" ხსნიან.