17 დეკემბერი 2024,   02:20
ვრცლად
ABC News-ს დონალდ ტრამპისთვის 15 მილიონის გადახდა მოუწევს

ABC News-ს დონალდ ტრამპისთვის 15 მილიონის გადახდა მოუწევს - მიზეზი ცილისწამების სარჩელის წაგებაა. შესაბამისი გადაწყვეტილება ფლორიდის სამხრეთ ოლქის სასამართლოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია საქველმოქმედო შენატანის სახით ფულს საპრეზიდენტო ფონდსა და მუზეუმს გადაურიცხავს, ასევე აანაზღაურებს ერთი მილიონი დოლარის ღირებულების იურიდიულ ხარჯებს.

ტრამპმა ტელეარხის წამყვანის, ჯორჯ სტეფანო პულოსის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. წამყვანმა ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ ტრამპი დამნაშავედ იყო ცნობილი მწერალ ელიზაბედ კეროლის გაუპატიურებაში. 2023 წლის მაისში მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპი მწერლის შევიწროებაში ცნო დამნაშავედ, თუმცა გაუპატიურება ვერ დაუმტკიცდა.

 

დღის ამბები