17 დეკემბერი 2024,   02:27
ვრცლად
"ეს შეფასება ზუსტად ასახავს იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური" - ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

"ეს შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია და, ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არის ობიექტური," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიშს გამოეხმაურა.

"ეს შეფასება ზუსტად ასახავს იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ქვეყნებს შორის არის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს მადლობა გადავუხადო პირადად მისი წარმატებული ხელმძღვანელობისთვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველომ განაგრძო ურყევი ძალისხმევა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა აშშ-ის მტკიცე პარტნიორად.

დღის ამბები