18 დეკემბერი 2024,   11:54
ვრცლად
თურქეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს

ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს თურქეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა.

შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არ უნდა იყოს ბლოკის ზოგიერთი წევრის დღის წესრიგის მძევალი.

მისივე განმარტებით, ევროკავშირში გაწევრიანება რჩება "სტრატეგიულ მიზნად თურქეთისთვის". აქვე, ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი წარადგენს "ახალ ხედვას, რომელიც გააძლიერებს" ქვეყნის წევრობის პერსპექტივას.

თურქეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა უკვე 25 წელია არის. პროცესი 2007 წლიდან შევიდა ჩიხში - მიზეზი კვიპროსის თემა და რამდენიმე წევრი ქვეყნის წინააღმდეგობაა.

 

დღის ამბები