წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, სამშობლოში ლევან საგინაშვილი, იგივე "ჰალკი" დაბრუნდა. 36 წლის სპორტსმენმა მკლავჭიდში, EAST WEST-ის ღონისძიებაზე ამერიკელი ჯერი კადო-რეტი დაამარცხა.
საგინაშვილმა მეტოქეს ოთხივე რაუნდი მოუგო. ქართველმა მკლავჭიდელმა აშშ-ში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობა პირველად მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ მას შეხვედრამდე მაჯა ჰქონდა დაზიანებული და რამდენიმე თვე მკურნალობდა, მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის სტატუსის დაცვა შეძლო. თბილისში დაბრუნებულ სპორტსმენს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.