მსახიობმა ტომ კრუზმა, "საზღვაო ძალებში და საზღვაო ქვეითთა კორპუსში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის", სამშაბათს, აშშ-ს საზღვაო ძალების უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო მიიღო ფილმებისთვის, როგორიც არის "Top Gun" და სხვა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
კრუზმა, გამორჩეული საჯარო სამსახურის ჯილდო, აშშ-ის საზღვაო ძალების მდივნის, კარლოს დელ ტოროსგან, ლონდონის მახლობლად მდებარე Longcross Studios-ში გამართულ ცერემონიაზე მიიღო.
62 წლის მსახიობის თქმით, ამაყობს, რომ "განსაკუთრებული აღიარება" მიიღო, რომელსაც მედალი და სერტიფიკატი მოჰყვა.
"მე აღფრთოვანებული ვარ ყველა სამხედრო მოსამსახურით. ცხოვრებაში ვიცი, რომ ხელმძღვანელობა ნიშნავს მსახურებას. მე ვიცი ეს ჩემი სულის სიღრმემდე და ამას ჯარისკაცებშიც ვხედავ", - განაცხადა კრუზმა.